Refund policy


ყოველგვარი საფუძვლის მითითების ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი

 

  •  „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

  •  ეს ვადა აითვლება:
    ა) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
    ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
    გ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
    დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

 

დაბრუნების პირობები

 

  • მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე. ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა (იხ. ჩვენს სავაჭრო-გვერდზე) ფორმა გამოიგზავნება ავტომატურად, ამასთან ერთად ფეისბუქ გვერდზე მომხმარებელმა უნდა დააფიქსიროს ფორმის გამოგზავნა ტექსტური შეტყობინებით.

  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

    ა) მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;

    ბ) გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.


  • იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.

  • მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.

  • პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დაუზიანებელი სარეალიზაციო ჩანთა და მასზე დატანებული ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული/მოხსნილი/დაკარგული.
    შენიშვნა: არ იგულისხმება ჩანთის/ყუთის გახსნა

  • თავდაპირველ ნაკლად განიხილება გაყიდული ნივთის ისეთი ნაკლი, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი პროდუქტით სარგებლობის შედეგად;

  • თანხის ანაზღაურება მოხდება  14 კალენდარული დღის ვადაში, გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს. 
    თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც დასაბრუნებელ ნივთს მიიღებს მოვაჭრე ფილიალში და დადასტურდება მისი სარეალიზაციო მდგომარეობა (დაუზიანებელი სარეალიზაციო ჩანთა, დატანილი ქარხნული იარლიყი, რომელიც არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული და ნივთის იდეალური მდგომარეობა).
    შენიშვნა: არ იგულისხმება ჩანთის/ყუთის გახსნა

  • მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.

    ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი:

  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.


ფორს–მაჟორი

 

  •  არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.

  • თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.

  • მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.

  • შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.

  • არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.

უკან დაბრუნების შემთხვევაში

შეავსეთ მოცემული ფორმა და დააჭირეთ გაგზავნის ღილაკს